კომენდანტის საათის უარყოფითი შედეგის გადატანა ბიზნესს უკვე მეორედ უწევს

კომენდანტის საათის უარყოფითი შედეგის გადატანა ბიზნესს უკვე მეორედ უწევს

კომენდანტის საათის შემოღებამ კომპანიებს, რომელებიც ჯერ კიდევ მუშაობენ დამატებითი პრობლემები შეუქმნა. ქვეყანაში ისედაც თითზე ჩამოსათვლელი სექტორები მუშაობდა და ახლა ისინიც სრულად გაჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

უკვე მესამე დღეა ძალაშია რეგულაცია, რომლის თანახმად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია. საინტერესოა როგორ გადაეწყვნენ ახალ გრაფიკზე სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტები, რომელთა ნაწილი გვიან ღამემდე მუშაობდა. ფაქტია, რომ სამუშაო საათები ყველგან შემცირდა, რაც ავტომატურად ამცირებს შემოსავალსაც.

„განვაახლეთ სამუშაო საათები და ნაცვლად 22:00 საათისა, ვიმუშავებთ 20:30-მდე. ბუნებრივია, სამუშაო საათების შემცირება, შეამცირებს გაყიდვების მაჩვენებელს, რაც როგორც ჩვენთვის, ისე ობიექტებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. იმედი გვაქვს, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ხელს შეუწყობს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებას და მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს“, - აცხადებენ „გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სავაჭრო ობიქტების დიდი ნაწილი მაინც ახერხებს არსებულ გრაფიკში მეტ-ნაკლებად სრულფასოვან მუშაობას, მაგრამ რაც შეეხება რესტორნებს, იქ საერთოდ ურთულესი ვითარებაა. არათუ კლიენტები, მომსახურე პერსონალიც კი იძულებულია კომენდანტის საათამდე კარგა ხნით ადრე დაკეტოს ობიექტი.

რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერი გუბელაძე მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, 22:00 საათიდან თბილისში გადაადგილება აკრძალულია. ამ გადაწყვეტილების გამო რესტორნებს, 22:00 საათის ნაცვლად, 20:00 საათზე უწევთ დაკეტვა და, ფაქტობრივად, მთლიან შემოსავალზე სრულად უარის თქმა, რამდენადაც დაწესებულებებს მომხმარებლები სწორედ საღამოს საათებში სტუმრობენ.

„ივნისში, როცა დავბრუნდით, გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივ გვემუშავა, შემცირება იყო, მაგრამ ასე თუ ისე ვმუშაობდით, შევინარჩუნეთ თანამშრომლები. რა მოხდა რეგულაციის შემდეგ, რომელიც 22:00 საათზე რესტორნის დაკეტვას გულისხმობდა? თუ იყო 100 სტუმარი, ამ რეგულაციის შემდეგ გახდა - 50.

ახლა რა მოხდა, როცა კომენდანტის საათის შემოიღეს? ვიკეტებით 20:00 საათზე. რესტორანს რომ დავკეტავთ, ხომ უნდა მოვაწესრიგოთ, დავასუფთაოთ, თანამშრომლები უნდა წავიდნენ სახლში და დრო ხომ სჭირდება ამ ყველაფერს. 20:00 საათზე ვიკეტებით, ანუ საღამო, როცა ძირითადი მოძრაობა იყო რესტორანში, აღარ გვაქვს. ამას ვეძახი მე სისხლის ნელ-ნელა გამოშვებას. ამას მირჩევნია გამოაცხადონ „ლოქდაუნი“ და გვეცოდინება ყველას, როგორ ვიქცევით. ფაქტობრივად, გამოცხადებულია „ლოქდაუნი“, ჩვენ ამას ისედაც ვერ გადავიტანთ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ მერი გუბელაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია, ვისთვის დააწესა 22:00-საათის შემდეგ მთავრობამ გადაადგილებაზე შეზღუდვა. ეს ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა უფროა იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

დაუფარავ პრობლემებზე საუბრობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია, რომელიც ამბობს, რომ არსებული რეალობა ათობით კომპანიის დახურვას გამოიწვევს.

„უკვე ნოემბრის შუა რიცხვებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ჩვენი სექტორისათვის, რომლის ვადაც ამ თვეში იწურება. დარტყმა, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი სექტორია, გამოიწვევს ათობით კომპანიიდან, 2-3 მონოპოლისტის გადარჩენას, რაც ბუნებრივად ნიშნავს მაღალ ფასს.

ახლა, მცირე და საშუალო კომპანიები გაკოტრების პირას დგანანდა რამდენად გადაიტანენ ამ ზამთარს საეჭვოა. ბოლო წლების განმავლობაში რომ არაფერი გაკეთებულა, ეს არის ჩვენი ეკონომიკის სახე და ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა ჭყონიამ.

Aburjga Tasmanieli 11.11.20
დღეს წავიკითხ, Covid 19-ით ბოლო 24 საათში 3000-მდე ადამიანი დაინფიცირდა და 45 გარდაცვლილა. მარტიდან მოყოლებული მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს გაუთავებელი ლაპარაკი ვაქცინის შექმნაზე. წამალზე ნაკლებად, მაგრამ იმაზეც ბევრს ლაპარაკობენ! ხან აშშ, ხან გერმანია, ხან რუსეთი... აცხადებენ თითქოს შექმნეს ვაქცინა, მაგრამ რეალურად პანდემიის მაშტაბები ყოველდღიურად იზრდებამსოფლიოში და ჩვენთან საქართველოშიც.
არა და არსებობს წამალი. როგორც ბევრჯერ დავწერე ამ წამალს ქვია ივერმექტინი (Ivermectin) !!!!!!!!! ეს არის თითქმის ყველა ქვეყანაში 20 -30 წლის განმავლობაში მოხმარებაში მყოფი სრულიად უწყინარი ანტიპარაზიტული პრეპარატი (ახლა ვინმე ნუ იფიქრებთ, რომ მე ვირუსს და პარაზიტს ვერ ვარჩევდე). ივერმექტინს გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახასიათებს და ასპირინივით უწყინარი და უებარი წამალია. ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოსცადეს Covid19 ვირუსის შტამზე და 99% ბლოკირება გაუკეთა 24 საათში და მერე საერთოდ გააქრო. ამის შესახებ მე ყველგან ვწერდი სადაც ხელი მიმიწვდა, მაგრამ როგორც ვხედავ საექიმო საზოგადოება დაყრუვდა. მე რაც ვიცი ამ წამალს ინდოეთი აწარმოებს (ალბათ გერმანიაც და სხვა ქვეყნები) სავაჭრო დასახელებებია : 1. Ivercop 2. Iverbont 3. Menarin.... საქართველოს აფთიაქებში გასაყიდი ვერ ვნახე, მაგრამ რუსეთის აფთიაქებში რომ არის ამის შესახებ ცნობები ინტერნეტში მრავლად არის. ფასებიც დაახლოებით $15-20. მძიმედ დაავადებულების ჭირისუფალნო ნუ ელოდებით მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს, ახლობელი განსაცდელში გყავთ, მიეცით ივერმექტინი. დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ავადმყოფი ეგრევე იგრძნობს შვებას და 2-3 დღეში ვირუსს დაამარცხებს. 100% გარანტიას გაძლევთ, რომ თუ არ მოუხდა არც ერთ ვარიანტში არ ავნებს!
ახლა ექიმების საყურადღებოდ. ყველამ დიდი ხანია იცით სამკურნალო ხელსაწყო სადაც ხდება სისხლის ულტრაიისფერი დასხივება. არ ვიცი ქართულად რა ჰქვია. რუსულად კი УФО!! ლათინური აბრევიატურა - (UFOK)
სისხლის ულტრაიისფერი დასხივება იწვევს მიკროორგანიზმების სიკვდილს, ზრდის წინააღმდეგობას, სხეულის იმუნიტეტს, ააქტიურებს მეტაბოლიზმს, უჯრედებსა და ქსოვილებში ჟანგვითი პროცესებს. უჯრედები უფრო სწრაფად იწყებენ განახლებას და გაახალგაზრდავებას, ზრდის T- და B- ლეიკოციტების აქტივობას, აუმჯობესებს ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებას.
UFO ენერგიის ზემოქმედებით, სისხლის სიბლანტე მცირდება (დაახლოებით 30% -ით), მცირდება მისი უჯრედების ადჰეზია, თრომბების წარმოქმნა და ძველი თრომბები უფრო სწრაფად იშლება. ლეიკოციტები უფრო აქტიურად გადადიან ანთების ფოკუსში, აჩქარებენ მის რეზორბციას. ჩირქოვანი ჭრილობების მქონე პაციენტების მკურნალობისას UFOK იწვევს ქსოვილების შეშუპების შემცირებას, აჩქარებს მათ შეხორცებას. UV სისხლს ასევე აქვს ძლიერი ანტირადიკალური ეფექტი. UFOA– ს დროს აქტიურდება ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემა, რომელიც ასტიმულირებს პეროქსიდაციას - ცხიმები იჟანგება და წარმოიქმნება პეროქსიდები - ნივთიერებები, რომლებიც უჯრედების მემბრანებს განაახლებს და საზიანოა ვირუსებისა და ბაქტერიებისათვის.
მკურნალობის ეფექტი უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ ვლინდება: სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება, ჭრილობები და დუღილი, აბსცესი უფრო სწრაფად იკურნება, ენერგიის შეგრძნება და გაძლიერებული ძალა გამოჩნდება.
ჩვენებები
კანისა და შინაგანი ორგანოების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები - მწვავე (ქირურგიული ჩარევის შემდეგ) და ქრონიკული: ერითეპელა, დუღილი (მუწუკები), კარბუნკული, პიოდერმია, აბსცესი, ფლეგმონა, მასტიტი, ჰიდრადენიტი, პნევმონია, ბრონქიტი, პლევრიტი, ბრონქოექტაზია, სეფსისი, ბაქტერიული ენდოკარდიტი. , სეპტიური აბორტი, მეტროენდომეტრიტი, სალპინგოოოფორიტი (ადნექსიტი), პიელონეფრიტი, აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, პერიტონიტი, ოსტეომიელიტი და ა.შ. UFOK მითითებულია პოსტ – ოპერაციულ პერიოდში (როდესაც აბსცესი იხსნება და დრენაჟდება) და განსაკუთრებით განმეორებითი ოპერაციების დროს, ე.ი. იმუნოდეფიციტის შემთხვევაში.
ტვინის, გულის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი (სტენოკარდია), ქვედა კიდურები, თრომბოზი, თრომბოფლებიტი. დიაბეტი.
ქრონიკული ინფექციები (მათ შორის ჰერპესი, ქლამიდია, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, სტაფილოკოკური ვაგონი), განსაკუთრებით იმუნოდეფიციტის პირობებში - ანტიბიოტიკების შემდეგ ან მათ ნაცვლად.
ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი).
ქრონიკული დაავადებების იმუნოპროფილაქსია შემოდგომაზე და გაზაფხულზე.
ფსორიაზი, ეგზემა.
ორსულობამდე სხეულის სანიტარული მკურნალობა (ორივე მეუღლე)
მოკლედ, თუ ამ ორივე მეთოდს წამალს და UFOK აპარატს ერთდროულად გამოიყენებთ თქვენს ავადმყოფს ააცილებთ სასიკვდილო საფრთხეს და 3-4 დღეში დააყენებთ ფეხზე.
გაძლევთ რეკომენდაციას: 1. პრეპარატი ივერმეკტინი 2. სისხლის დასხივება UFOK
3. ასპირინი. 4. ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურის წყალი 3 ლიტრა მაინც (არა ჰიპერტონიკებს) 24 საათში.
თუ ავადმყოფას უკვე დაწყებული აქვს ფილტვების ან სხვა რომელიმე ანთებითი პროცესი მაშინ ამ ანთების მოსარჩენად შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოიკების დამატება.
უშველეთ თქვენს ავადმყოფებს! არჩევანი თქვენზეა!
4 წლის უკან