ფერნანდო გაგომ კარიერა დაასრულა

ფერნანდო გაგომ კარიერა დაასრულა

მადრიდის „რეალისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო გაგომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია „ველეს სარსფილდის“ მთავარმა მწვრთნელმა გაავრცელა.

„მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავთ. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ კარგი იქნება თუ ჩვენთან ერთად ბოლომდე დარჩება, თუნდაც აღარ ითამაშოს“, - თქვა ფაკუნდო მამანამ.

კარიერის განმავლობაში გაგოს მადრიდის „რეალის“, „რომას“, „ვალენსიასა“ და „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში უთამაშია. არგენტინის ნაკრებში 34 წლის ფეხბურთელმა 61 თამაში ჩაატარა (2007-2017) და გოლი არ გაუტანია. 2008 წელს ის პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 2014 წლის კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.