ფითი

ფითი

ცხვრის ხორცს გამოვაცალოთ ძვლები. დავჭრათ ბლომად ხახვი ალყა-ალყა. ქოთანში ჩავაწყოთ ერთი ფენა ხორცი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ძირა, ხახვი.

შემდეგ იგივე გავიმეორით. აქა-იქ ვატანთ დუმის ან ცხვრის ცხიმის პატარა ნაჭრებს.

 

შევავსოთ ქოთანი 3/4-ზე ისე, რომ ზემოდან მოჰყვეს ხორცი. ჩავდოთ 1-2 დაფნის ფოთოლი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ზედა ფენა არ დაიფაროს და შევდგათ ღუმელში. ზედა ფენა იბრაწება, ქვედა ფენები კი იშუშება და საოცარი არომატი აქვს.

 

გაცილებით კარგია, თუ ფითი გაკეთდება რამდენიმე პატარა ქოთანში და სუფრასთან მივიტანთ ქოთნიანად.

 

მასალა:

 

ცხვრის ხორცი – 500 გრამი,

დაფნის 6 ცალი ფოთოლი,

ცხვრის დუმა - 50 გრამი,

ხახვი - 300 გრამი

მარილი, პილპილი, ძირა.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებულია კახური ჭაჭა.