„რუბინის“ დირექტორი: ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის ტრავმა აქვს

„რუბინის“ დირექტორი: ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის ტრავმა აქვს

ყაზანის „რუბინის“ დირექტორის თქმით, ქართველ ნახევარმცველს, ხვიცა კვარაცხელიას ზურგის ტრავმა აწუხებს და ძლიერი ტკივილების თანხლებით უწევს თამაში.

„ბოლო შეხვედრებში მან ტრავმებით ითამაშა. ის ჯერ საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნდა ტერფის ტრავმით და ნემსებით ითამაშა, ახლა კი ზურგის ტრავმა აქვს და ძლიერი ტკივილებით თამაშობს. ამ მხრივ ის ნამდვილი გმირია. ის ვარჯიშებშიც არ მონაწილეობდა, ფიზიკური დატვირთვა მოვუხსენით, მაგრამ მალე გამოვიყვანთ მდგომარეობიდან. ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა რუსტემ საიმანოვმა.

ყაზანური კლუბის დირექტორმა ასევე არ დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რუბინს“ კვარაცხელიას შეძენის სურვილით „ბორუსიამ“ და „გალათასარაიმ“ მიმართეს.