ფრანგმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 150 000 მოხალისე მონაწილეობდა. მკვლევარებმა მოხალისეები ხუთ ჯგუფად დაყვეს: არამსმელებად, დღეში 1 ჭიქა ღვინის მსმელებად, დღეში 1-3 ჭიქა ღვინის მსმელებად, დღეში 3 ჭიქა ღვინოზე მეტის მსმელებად და სმისთვის თავდანებებულებად. ამასთან, მეცნიერთათვის ცნობილი იყო ექპერიმენტის ყველა მონაწილის სოციალური სტატუსი.
კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ ის ადამიანები, ვინც ზომიერად იღებს ალკოჰოლს, ნაკლებად ავადმყოფობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ და არც ჭარბი წონა აწუხებთ. მეცნიერები ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან – ალკოჰოლის მიღება ე.წ. “,კარგი ქოლესტერინის” კონცენტრაციას იწვევს, რაც ორგანიზმს მისი ცუდი ანალოგისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
გარდა ამისა, კარგი, ხარისხიანი ღვინის მოყვარულები საზოგადოების გარკვეულ ფენას მიეკუთვნებიან - კარგ ღვინოს ჯანსაღ საკვებს აყოლებენ და არც სპორტთან თუ სხვა ფიზიკურ აქტივობებთან არიან მწყრალად. ამ კვლევის ავტორი, დოქტორი ბორის ჰენსელი იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგია და სრულებითაც არ ნიშნავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ალკოჰოლის პანაცეად გამოცხადებას.