საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„სწორედ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია, პოლიტიკური პროცესის აკრძალვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აქციაზე ადამიანს პირბადე არ უკეთია, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პოლიტიკურ აქტორებს, დაიცვან წესები. თუმცა როდესაც ვსაუბრობთ სპორტულ ან კულტურულ ღონისძიებაზე, ამის აკრძალვა შესაძლებელია არსებული მძიმე ფონის გათვალისწინებით. უეფას რეკომენდაციაა, რომ სტადიონზე იმყოფებოდეს გულშემატკივართა არაუმეტეს 30%, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილებას თითოეული ქვეყანა ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს. მოდით, ყველამ ერთად, გამოვიჩინოთ უდიდესი პასუხისმგებლობა და ფეხბურთელებს სახლებიდან ვუქომაგოთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.