კონტე:

კონტე: "მადრიდში ბევრი გუნდი ვერ თამაშობს ისე, როგორც ჩვენ ვითამაშეთ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მადრიდის „რეალთან“ (2:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და მოგებაც შეეძლო.

„ეს არის ჩემი „ინტერი“, მე მწვრთნელი ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს ნაბიჯები გვჭირდება. არ ვიცი რამდენმა გუნდმა ითამაშა ასე მადრიდში, ორბურთიანი ჩამორჩენა გავაბათილეთ, ჩვენგან ნაჩუქარი ორი გოლი. გვქონდა შანსი, რომ 3:2 გაგვეხადა ანგარიში და შემდეგ აქეთ გავუშვით.

შედეგში არ აისახა ჩვენი ძალისხმევა. დეტალები ზოგჯერ თამაშს ცვლის. ვფიქრობ, მენდიმ ჰაკიმისთან თამაშის წესი დაარღვია. გუნდის მენტალიტეტით კმაყოფილი ვარ, ვიზრდებით. მატჩის წინ „რეალში“ ამბობდნენ, რომ ეს ფინალი იყო და როგორც წესი „რეალი“ ფინალს არ აგებს. ყველაფერი წინაა, ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი იღბლით შეგვიძლია დადებით შედეგს მივაღწიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერს“ სამი ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მაგრამ პირველადგილოსან „გლადბახს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.