ტრამპი ბაიდენს დაეწია და გამარჯვების რეალური შანსი აქვს - დარჩენილ შტატებში სწორედ ის ლიდერობს

ტრამპი ბაიდენს დაეწია და გამარჯვების რეალური შანსი აქვს - დარჩენილ შტატებში სწორედ ის ლიდერობს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდებს წამოეწია.  ბოლო მონაცემებით ამჟამად ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 225 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 213.

ამჟამინდელი მონაცემებით , დონალდ ტრამპი ლიდერობს ისეთ შტატებში, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი პოსტს შეინარჩუნებს - მას ამ ეტაპისთვის საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისათვის, რათა 270-ზე მეტი დელეგატი ჰყავდეს საარჩევნო კოლეგიაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობა პრეზიდენტს არ ირჩევს პირდაპირი წესით, ისე როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ხალხი ხმას აძლევს მათთვის სასურველ წარმომადგენელს, თუმცა ისინი რეალურად ირჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტს ირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა კოლეგია მრავალი წლის წინ ამერიკის კონსტიტუციის თანახმად ჩამოყალიბებული უწყებაა, რომელშიც თავმოყრილია 538 წევრი- დელეგატი. იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა მოიპოვოს ელექტორატის მხარდაჭერა კოლეგიაში უნდა მოიპოვოს 270 ხმა. აღნიშული კოლეგია შედგება შტატებში წარმომადგენლებისგან-დელეგატებისგან.