კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 989 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 989 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 ახალი შემთხვევა, აჭარა - 387, იმერეთი - 387, ქვემო ქართლი - 166, შიდა ქართლი - 133, გურია - 27, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი -33, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - არ დაფიქსირებულა შემთხვევები“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 31 170 გარდაიცვალა 381 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3 004 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 355, კოვიდ-სასტუმროში -2 428, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.