საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2295ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -ს შეადგენს. გარდაიცვალა 381 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.