ჩახსნან საკუთარი სიები და ვნახოთ ერთი რა ბიჭები არიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ოფიციალურად სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმისთვის ოფიციალური ვადა 25 ნოემბრამდე აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიების დაფინანსებისთვის საჭირო 3%-იანი ბარიერის 1%-მდე დაწევა 2024 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას ემსახურებოდა, 9 პარტია პარლამენტში კი 90-იანი წლების შემდეგ პირველად მოხვდა.
„მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ ამ არჩევნებზე დაკარგა ხმები, იმიტომ რომ რეალურად გადანაწილდა მეტ-ნაკლებად ხმები ოპოზიციურ პარტიებზე და ჩვენ რომ გვქონდეს რეალურად 5%-იანი ბარიერი, ფაქტობრივად გვექნებოდა ორპარტიული პარლამენტი. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ თუ ამ პარტიებს ახლა აიძულებს, დაითანხმებს თავისი თამაშის წესებზე და არ შეიყვანს პარლამენტში, საერთოდ განულდებიან და იმაზე უარეს შედეგს აჩვენებენ 2024-ში, ვიდრე აჩვენეს 2020-ში. გამოდის, რომ სააკაშვილი შედის იმ თამაშში, რომ იქნება მხოლოდ 2 პოლიტიკური პარტია, რაც არის წმინდა სააკაშვილის თამაში ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ 2024-ში ვერ მოიგებს, 2028-ში ვერ მოიგებს, იქნებ ოდესმე დადგეს დრო, 2 დომინანტ პარტიას შორის სურათი შეიცვალოს ამომრჩევლის განწყობაში“, - განაცხადა ბოჟაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.