რატომ უნდა გადავუხადოთ ასეთ ხალხს ფული? ეს კითხვა კი არ არის, მე ასეთი აზრი გამაჩნია და მე მარტო არ ვარ, ვისაც ასეთი ინიციატივა აქვს. საზოგადოებაში ეს აზრი რამდენიმე დღეა მუსირებს. ახლადშექმნილმა პარლამენტმა ერთ-ერთ პირველ საკითხად ეს უნდა დააყენოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მოსახელობა არ იყოს მოტყუებული ასეთი ყალბი პარტიებისგან, რომლებიც ჩვენ ბევრი გვეგონა და თურმე, ერთნი არიან სააკაშვილის ფრთის ქვეშ, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსი ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოს მიულოცეს ამერიკის შეერთებული შტატებმა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ეუთო/ოდირიმ, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ. არჩევნების ჩატარება ასევე მოგვილოცა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ყველამ, რუსეთის გარდა.
„ვერ ვიტყვი, რა არის მიზეზი, მაგრამ რატომღაც საეჭვოდ ემთხვევა, რომ არ უხარია ჯერჯერობით რუსეთსა და ოპოზიციას. თუკი ეს ხალხი იძახის პროდასავლურია, (ელემენტარულად, სახელები რომ ჩამოვთვალოთ, „ევროპული საქართველო“ - პროდასავლურები, ნაციონალებს ყველა აქციაზე ხომ დასავლეთის დროშა უწირავთ) და რას იძახიან: ჩვენ არ გვინდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ჩვენ არ გვინდა საპარლამენტო განვითარება, ჩვენ გვინდა ქუჩიდან სტვენა, ხეებზე ძრომიალი, ყვირილი, გინება, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ.
მეორე მარტივი შეკითხვა მაქვს, რას ვერჩით ჩვენ ამომრჩევლებს, თუნდაც სახელისუფლებო პარტიის მომხრეებს, რომლებმაც მისცეს ხმა ხელისუფლებას და მათ სურთ პროცესები ნორმალურად წარიმართოს. ან რას ვერჩით პატარა პარტიების ამომრჩევლებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ისეთი მასშტაბური პროცენტები, მაგრამ მოიპოვეს დეპუტატის 3-4 მანდატი, ეს ცოტა არ არის. ეს არის სერიოზული ძალა იმისათვის, რომ ოპონირება გაუწიონ სახელისუფლებო პარტიას და ნებისმიერ საკითხზე თავიანთი ამომრჩევლების ინტერესები წარმოადგინონ. და რა აღმოჩნდა? მათ ამომრჩევლების ინტერესები კი არ ამოძრავებთ, არამედ სააკაშვილს რა გაუხარდება ან ეწყინება. რატომ უნდა გადავუხადოთ ასეთ ხალხს ფული? ეს კითხვა კი არ არის, მე ასეთი აზრი გამაჩნია და მე მარტო არ ვარ, ვისაც ასეთი ინიციატივა აქვს. საზოგადოებაში ეს აზრი რამდენიმე დღეა მუსირებს. ახლადშექმნილმა პარლამენტმა ერთ-ერთ პირველ საკითხად ეს უნდა დააყენოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მოსახელობა არ იყოს მოტყუებული ასეთი ყალბი პარტიებისგან, რომლებიც ჩვენ ბევრი გვეგონა და თურმე, ერთნი არიან სააკაშვილის ფრთის ქვეშ“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.