დავით მათიკაშვილი: დღეს კიდევ რომ ის რეჟიმი იყოს რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ

დავით მათიკაშვილი: დღეს კიდევ რომ ის რეჟიმი იყოს რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ

ნიკანორ მელიამ გამოხატა ძალიან დიდი უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ პროკურატურის მიმართ, საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „ქართლი ოცნების“ წევრის თქმით, მელია პარლამენტის წევრია და პირველ რიგში კანონის დამცველი უნდა იყოს.

„მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, დღეს კიდევ რომ ის რეჟიმი იყოს და ის პერიოდი იყოს რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ, ზუსტად ვიცი, და იმ დემოკრატიულ და ლმობიერ და ჰუმანურ საკანონმდებლო სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ სივრცეში ვიმყოფებით, კეთილი ინებოს და ყველამ დაიცვას შესაბამისი წესი. პირდაპირ კანონმდებლობაში წერია და თუკი დაარღვევს ამ აღმკვეთი ღონისძიებას გაუმკაცრდება აღმკვეთი ღონისძიება და შეიცვალა ის უკვე 40 ათასი ლარი დაემატა მაგ ყველაფერს. ახლა სამაჯურით სიარულია უკეთესი თუ 40 ათასი ლარის მოპოვება, მოძიება და შესაბამის ანგარიშზე შეტანა და რომელი უფრო მძიმეა საზოგადოებამ იმსჯელოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტროსამაჯურის ტარება აღარ მოუწევს.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მან სამაჯური სამაჯური 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საჯაროდ, მოიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.