მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ამ ქვეყანაში მიშა ვისი საპირწონეა, უკვე აღარ ვიცი

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ამ ქვეყანაში მიშა ვისი საპირწონეა, უკვე აღარ ვიცი

ეს არის არალეგიტიმური რამ, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ ლეგიტიმაციის კონტექსტში. დანარჩენი მათი შიდასაქმეა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილიზე საუბრისას.

მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე გააკეთა. მდინარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის ბულინგს არ დაემორჩილებიან და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებენ.

„მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, ამ ქვეყანაში მიშა ვისი საპირწონეა, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც სიტყვა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ასე რომ ატრიალებენ ჩვენი ოპონენტები, რელევანტურია. სხვა ქვეყნის მოქალაქე, გასაგებია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც არ შეეძლო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება და მაინც აკეთებდა ამას; თავისუფლებააღკვეთილი, ანუ შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა და ამის გამო ასევე არ შეეძლო, მონაწილეობა მიეღო წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ არადა პრაქტიკულად მთელი ოპოზიციის ლიდერად გვევლინება. ეს არის არალეგიტიმური რამ, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ ლეგიტიმაციის კონტექსტში. დანარჩენი მათი შიდასაქმეა და ვფიქრობ, მის ბულინგს არ დაემორჩილებიან პარტიები და რელობასთან შესაბამისობაში რელევანტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც ჰქვია პარლამენტში შემოსვლა, მათი ამომრჩევლის პატივისცემა და საპარლამენტო ტრიბუნიდან საკუთარი მესიჯების გახმოვანება“, - განაცხაად მდინარაძემ.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილია ბიძინა ივანიშვილის საპირწონე და მხოლოდ მას შეუძლია ივანიშვილის დამარცხება.