გიორგი კახიანი: დღეს ჩვენ არ გვაყვს ისეთი ოპოზიცია,  რომელსაც აქვს ძალა, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები

გიორგი კახიანი: დღეს ჩვენ არ გვაყვს ისეთი ოპოზიცია,  რომელსაც აქვს ძალა, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები

„დღეს ჩვენ არ გვაყვს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა ტვ“რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, ეს არის ევროპული, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომლითაც ვითარდება სახელმწიფოები.

„ოპოზიციას აქვს მცდელობა, შექმნას დაძაბული სურათი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა. ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნები ჩატარდა ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით. ამ ფონზე ვხედავთ დესტრუქციულ ოპოზიციას, ერთი მხრივ, რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და დანარჩენი პატარა პარტიები სახით, რომლებიც აყოლილი არიან ამ თამაშს. მათ თავიანთი განცხადებებით საკუთარი თავი ჰყავთ ტყვეობაში მოქცეული. ჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, მათ უსუსურ პოზიციებს, რომ თითქოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. პროპორციული არჩევნები და არჩევნების პირველი ტური ჩატარდა საქართველოში. მეორე ტურიც ჩატარდება. კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ სამართლებრივ რეჟიმში გავაგრძლებთ აქ ყოფნას, როგორც კონსტიტუციური რეჟიმი ამას მოითხოვს. ოპოზიციას თავის პასუხისმგებლობა დაეკისრება საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.