ძალიან მძიმე სანახავია კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ასეთი დამუნათებული ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, პატარა და ახალაგაზრდა პარტიების იმ იმედით დაუჭირეს მხარი, რომ იქნებ მათი ხმაც ყოფილოიყო წარმოდგენილი პარლამენტში, თურმე აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჭერიათ მხარი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ ოპოზიცია ტყვეობაში ჰყავს და ეს უმძიმესი სანახავია.
„აბა, გაბედოს რომელიმემ და საკუთარი ამომრჩევლის ხმა დააყენოს უპირატესად, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.