ინფრაქტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის დაცვის წევრებს უკავშირდება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართუულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გახარია ტესტის პასუხის მიღებისთანავე თვითიზოლაციაში გადავიდა და მას ბიძინა ივანიშვილთან შეხება არ ჰქონია.
„გიორგი გახარიამ შაბათს გარკვეული დრო გაატარა თავისი პირადი დაცვის წევრთან, რომელსაც შაბათსვე სისტემური ტესტირების შედეგად დაუდგინდა კორონავირუსი, ამის გათვალისწინებით შაბათსვე გიორგი გადავიდა თვითიზოლაციაში. უკვე გუშინ, რადგანაც გაუჩნდა სიმპტომები, გაუკეთდა ტესტირება და ტესტირების დროს დადგინდა ვირუსი. ნათია მეზვრიშვილის კონტაქტი ასევე არის დაცვის წევრი. ნათია თურნავას შემთხვევაში ჯერ ვირუსი დადასტურებული არ არის, მაგრამ მას აქვს ვარაუდი, ჰქონდა ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, რომელიც არ არის დაკავშირებული გიორგი გახარიასთან ან ნათია მეზვრიშვილთან ან დაცვის წევრებთან. მიხეილ ჩხენკელის კონტაქტი არის მისი ოჯახის წევრი. გიორგი გახარიას არ ჰქონდა შეხება არც ბატონ ბიძინასთან და არც მთავრობის სხვა წევრებთან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.