ბობი ჩარლტონს დემენიცია დაუდგინეს

ბობი ჩარლტონს დემენიცია დაუდგინეს

83 წლის სერ ბობი ჩარლტონის ავადმყოფობის ამბავი მისმა ოჯახმა გასულ უქმეებზე გაახმაურა. მას დემენიცია (გონებრივი ჩამორჩენილობა, ჭკუასუსტობა, რომელიც ხასიათდება შემეცნების უნარის დაქვეითებით, ადრე შეძენილი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის დაკარგვით, ახლის შეძენის უნარის არქონით) დაუდგინეს. საინტერესოა, რომ სამი თვის წინ ამავე ავადმყოფობით გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა - ჯეკი.

„ბობს დღეს ვესაუბრე. მის მეუღლეს დავურეკე, როცა ტანსაცმელს აცმევდა. კარგი დღე ჰქონდა და ძალიან გამიხარდა. ახლა მას კარგ დღეებს ცუდი დღეები უცვლის. ლამის ტიროდა საუბრის დროს.“ - უთხრა Sky News Sports-ს ბობის უმცროსმა ძმამ, ტომიმ.

უცნაურია, მაგრამ ბობი ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი ინგლისის ნაკრების მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ნევროლოგიური დაავადებით იტანჯება.