ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურს არ გაიკეთებს

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურს არ გაიკეთებს

ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ, გამორიცხულია - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

„არჩევნები გაყალბდა და მედავებიან იმაზე, რომ მაჯაზე ელექტრონული სამაჯური არ მიკეთია. ჩემგან ითხოვენ, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი სიმბოლოა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები“, - აღნიშნა მელიამ.

1-ელ ნოემბერს ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში დაუმაგრეს.