კოვიდინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დანარჩენი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი - მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში-1 412.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 11 489 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 267 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 881 პირი, აჭარაში - 12 537, იმერეთში კი - 2 889.