საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა, - ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633 გარდაიცვალა 362 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 253, კოვიდ-სასტუმროში -2 264, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.