საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28633-ს შეადგენს. გარდაიცვალა 362 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3080 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4253 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2264-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.