ვენაში მომხდარ თავდასხმას შს მინისტრი ტერორისტულ აქტად განიხილავს

ვენაში მომხდარ თავდასხმას შს მინისტრი ტერორისტულ აქტად განიხილავს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შს მინისტრი "ტერორისტულ აქტად" განიხილავს, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

”ამ დროისთვის შემიძლია დავადასტურო, რომ ეს აშკარა ტერაქტია”, - აღნიშნა მან.

ქალაქის ცენტრში ამ დროისთვის მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

ცნობისთვის, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა. სროლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა პოლიციის ოფიცერი.

ვენის ებრაული საზოგადოების ხელმძღვანელმა "ტვიტერში" დაწერა, რომ უცნობია იყო თუ არა სინაგოგა სამიზნე, მაგრამ სროლის დროს ის დაკეტილი იყო.