რონალდუ:

რონალდუ: "მთავარია, რომ კრიშტიანუ დაბრუნდა"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „სპეციასთან“ დაბრუნებისა და დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მთავარი მისი დაბრუნებაა.

„დიდი ხანი ვიყავი გაჩერებული, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპტომი არ მქონია და თავს კარგად ვგრძნობდი. დღეს დავუბრუნდი იმას, რაც მომწონს - ფეხბურთის თამაშს. კრიშტიანუ დაბრუნდა და ეს არის მთავარი სერია A? კონკურენტუნარიანია. „მილანი“ საქმეს შესანიშნავად აკეთებს, ასევე „ლაციო“, „ნაპოლი“ და სხვები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ვიზრდებით“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რონალდუს კორონავირუსი ჰქონდა, მას შემდეგ პირველად ითამაშა და დუბლი შეასრულა. თანაც ეს ყველაფერი 30 წუთში მოასწრო.