ნიკა ნინუამ საბერძნეთის საფეხბურთო კლუბ „პაოკის

ნიკა ნინუამ საბერძნეთის საფეხბურთო კლუბ „პაოკის" შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი გაიტანა

ნიკა ნინუამ საბერძნეთის საფეხბურთო კლუბ „პაოკის" შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი გაიტანა.

21 წლის ნახევარმცველმა ამის გაკეთება ჩემპიონატის მეექვსე ტურში „პანაიტოლიკოსთან" შეხვედრაში მოახერხა. ნინუა მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად ექვს წუთში ეფექტური საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა, შეხვედრა კი მისმა გუნდმა 3:1 მოიგო.

ექვსი ტურის შემდეგ „პაოკი" სუპერლიგაში მეოთხე პოზიციაზეა და ლიდერ „არისს" 4 ქულით ჩამორჩება.