ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის არც ერთ მაჟორტარულ ოლქს გამარჯვებული არ ჰყავს და ყველგან მეორე ტურია. აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, თბილისის 8 ოლქიდან 7 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ, გლდანში კი უპირატესობა ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკა მელიას აქვს.
თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია:
#1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:
ბექა ოდიშარია - 47.72%
შალვა შავგულიძე - 28.84%
#2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი
ნოდარ ტურძელაძე - 42.18%
ელენე ხოშტარია - 35.89%
#3 საბურთალოს რაიონი
დავით სერგეენკო - 44.99%
ალექსანდრე ელისაშვილი - 18.63%
#4 ისნის რაიონი
კახა კახიშვილი - 47%
ხატია დეკანოიძე - 25.45%
#5 სამგორის რაიონი
სოზარ სუბარი - 46.61%
ლევან ხაბეიშვილი - 38.23%
#6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი
გია ვოლსკი - 44.31%
ანა დოლიძე - 20.04%
(დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%)
#7 ნაძალადევის რაიონი
მიხეილ ყაველაშვილი - 45.67%
შალვა ნათელაშვილი - 25.23%
#8 გლდანის რაიონი
ნიკა მელია - 43.94%
ლევან კობიაშვილი - 42.68%