Public Opinion Strategies-ის პარტნიორი ნილ ნიუჰაუსი: დღევანდელი ეგზიტპოლებით, „ქართული ოცნება“ უდავო გამარჯვებულია

Public Opinion Strategies-ის პარტნიორი ნილ ნიუჰაუსი: დღევანდელი ეგზიტპოლებით, „ქართული ოცნება“ უდავო გამარჯვებულია

დღევანდელი ეგზიტპოლებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ არის უდავო გამარჯვებული, - ეს განცხადება Public Opinion Strategies-ის პარტნიორმა ნილ ნიუჰაუსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

ნილ ნიუჰაუსის განცხადებით, წინასწარი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 55% უჭერდა მხარს, ხოლო 23% „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობას, „ეს შედეგები აჩვენებს რომ ხელისუფლებისადმი იკვეთება საზოგადოების ზოგადი კმაყოფილება“, - განაცხადა Public Opinion Strategies-ის პარტნიორმა.

მისი თქმით, წინასწარი შედეგები აჩვენებდა, რომ ეს არ იქნებოდა ცვლილებების არჩევნები და შედეგებმაც დაამტკიცა ეს. „ამომრჩევლები ამ შედეგებით აჩვენებენ იმას, რომ სურთ იმ გზის გაგრძელება, რაც გამოიხატება ხელისუფლებისადმი მხარდაჭერაში. ჩვენ დიდი დრო გავატარეთ იმის გარკვევაში, რომ ტოპ ორი პარტიის გარდა კიდევ ვინ შეძლებდა პარლამენტში შესვლას. „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, ჩანდა რომ ამ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თუმცა ჰქონდა ასევე შანსი „ლეიბორისტული პარტიას“, . პატარა პარტიებისთვისაც ასევე არსებობდა შანსი პარლამენტში მოხვედრის“, განაცხადა ნილ ნიუჰაუსმა.

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.