გაუფრთხილდეთ თითოეულ ბიულეტენს და არავის არ მივცეთ გაყალბების უფლება - გიორგი ვაშაძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს

გაუფრთხილდეთ თითოეულ ბიულეტენს და არავის არ მივცეთ გაყალბების უფლება - გიორგი ვაშაძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მოქალაქეებს საარჩევნო უბნებთან მისვლისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, დღევანდელი არჩევნები ურთულეს გარემოში მიმდინარეობს, უამრავი ხალხი მობილიზებულია "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს დაჯგუფებები საარჩევნო უბნებთან, მაგრამ კიდევ ერთხელ, ყველას მოგიწოდებთ, მიდით არჩევნებზე, ესა რის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო გამარჯვება გავაფორმოთ ოპოზიციური ძალების ამ არჩევნებზე.

მოვუწოდებ ყველა დამკვირვებელს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს მოხალისეებს, რომლებიც ახლა არიან საარჩევნო უბნებზე, უახლოეს პერიოდში დაიწყება გარკვეული ეგზიტპოლების გამოქვეყნება, მთავარი ეგზიტპოლი არის საარჩევნო ურნაში რაც ამოვა შედეგები.

მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, თითოეულ ბიულეტენს გაუფრთხილდეთ, ენერგია დავხარჯოთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ყველა მონაცემი, მაქსიმალურად სწორად იყოს დათვლილი, არ მივცეთ არავის გაყალბების, გადაკეთების, ბიულეტენების მითვისების საშუალება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.