„არჩევნების დღის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი არის დარჩენილი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიღებული ინფორმაციით ჩვენი შტატებიდან დაახლოებით ცხრაასი ათას ხმაზე მეტია უკვე დაფიქსირებული ჩვენს სასარგებლოდ, რაც პირველ რიგში ხაზს უსვამს თუ რამდენად დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე უკვე 2 საათში გავაფორმებთ. დილიდან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელთან, ევროპიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, ჩვენ ვისმენთ მათ განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ერთხმად აღიარებული თუ რამდენად კონსტრუქციულ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს მთლიანად საარჩევნო პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ის ზომები, რომლებიც მიღებული იქნა ხელისუფლების მიერ არის არათუ მოწონებული პირიქით საშუალებას აძლევს ყველას უსაფრთხოდ მისცეს ხმა და დააფიქსიროს თავისი არჩევანი.
მიუხედავად ამისა დაახლოებით ერთი საათის წინ უკვე დაიწყო ძალადობის ისეთი აქტიური გამოვლინება, პროვოკაციები, რომელსაც მოყვა დაზიანებებიც, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი და ვიმეორებ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა იქნება აუცილებლად გამოძიებული, ყველგან არის კამერები და შესაბამისად ფიქსირდება ესა თუ ის დარღვევა და ნებისმიერი მოძალადე პასუხისმგებაში იქნება მიცემული. ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ ორი საათის განმავლობაში მოვახდინოთ კიდე უფრო მობილიზება ყველა ჩვენი მხარდამჭერი ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს და დარჩა კიდევ დრო მივიდეს და თავისი არჩევანი ბოლომდე დააფიქსიროს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში და მე მოვუწოდებ ყველას შეეშვან პროვოკაციებს მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს არ არის აუცილებელ ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება. ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. ამიტომ კიდევ ერთხელ შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს დამაჯერებლად.“
ქართული ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად და მათ მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ მოვისმენთ იმ დამკვირვებლების აზრს და შეფასებებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მთელი რეგიონის, საქართველოს მასშტაბით არიან გაფანტულები. აქვე დავამატებდი კიდევ ერთ ფაქტს, დილიდან მოვისმინეთ ჩვენ რამდენიმე იმ ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებები ამა თუ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით. ორგანიზაციები ვითონ ნეიტრალური ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც ვიცოდით რომ შეეცდებოდნენ ამა თუ იმ ფაქტის ან ფაქტის არ ქონის შემთხვევაში თუ ფაქტის ქონის შემთხვევაში დამახინჯებით ამ ინფორმაციის მიწოდებას და ამითი ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს, ამიტომ ეს არის რეალობა რომლის წინაშეც საქართველო დგას, სამწუხაროა რომ ჩვენ თუნდაც ის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ძალადობის და ვერ მოვახერხეთ ჩვენ გამორჩეულები ვყოფილიყავით თუნდაც სხვა განვითარებული ქვეყნებისგან რომლებთანაც არჩევნები აბსოლიტურად ძალადობის გარეშე ჩაივლიდა, მაგრამ მთავარია ეს ორი საათი ეხლა მშვიდობიანად და ყოველგვარი პროვოკაციების და ძალადობის გარეშე დასრულდეს და ამის შემდეგ უკვე მოხდეს შესაბამისი შეფასებები და „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეიმი იმ გამარჯვების რომელსაც ჩვენ წინასწარ ვაანონსებდით, რადგან დარწმუნებული ვარ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერაში ჩვენი გუნდის მიმართ“.