სოსო მანჯავიძე:

სოსო მანჯავიძე: "გამოდის ზაალ უდუმაშვილი და ყველგან  ვიგებთო -გაიძახის. "მოგებული ომი" რომ იზეიმეს, ის მახსენდება, "მოდელირებულ ქრონიკასთან" ერთად

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამ არჩევნებში განსაკუთრებულად მაღალია რეალობის მოდელირება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიხედვით.

უსინდისობასთან შეჯვარებულმა ცრუპენტელობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

ყველა იმარჯვებს.

ამ საქმეში, ცხადია, ნაცები ლიდერობენ, თუმცა სხვებმაც კარგად გადაიღეს მათგან ეს მავნე ჩვევა და მუცლითმეზღაპრეობას " პოლიტიკურ ტექნოლოგიად" ასაღებენ.

გამოდის ზაალ უდუმაშვილი და ყველგან  ვიგებთო -გაიძახის.

"მოგებული ომი" რომ იზეიმეს, ის მახსენდება, "მოდელირებულ ქრონიკასთან" ერთად.

ეტყობა, გადაწყვიტეს გვარამია- გრიგოლიას მრევლზე იმუშაონ, დაარწმუნონ, რომ იგებდნენ და გაუყალბეს.

ბნელეთია მოკლედ, წკვარამი, უღრანი და გაუვალი იდიოტიზმი.“