საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, სახელისუფლებო პარტია გამოკითხვებში ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.
„3,5 მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი მოწოდებულია სამხრეთკავკასიის რესპუბლიკაში ხმა მისცეს არჩევნებზე. ჯამში 48 პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი იბრძვის 150 საპარლამენტო ადგილისთვის.
პროევროპული სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ გამოკითხვებში უსწრებს ოპიზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“.
კენჭისყრა განხორციელდება ახალი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. მაჟორიტარული კენჭისყრის დროს თუ აუცილებელი უმრავლესობა არ იქნება მიღწეული, გაიმართება მეორე ტური. პირველი შედეგები მომავალ ღამეს დაითვლება“, - ნათქვამია სტატიაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.