კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ ფონტს მისი არჩევის შემთხვევაში დიდი გეგმები აქვს. როგორც მან Marca-სთან საუბარში განაცხადა, კლუბის ლეგენდები, რომლებიც პროფესიონალები არიან, გუნდში უნდა დააბრუნოს.
„პროფესიონალთა უმეტესობა, რომლებიც გუნდის ქომაგებიც არიან და იციან ჩვენი სტილი, გუნდში უნდა დაბრუნდნენ. მაგალითად, პეპ გვარდიოლა, ჩავი, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი. ისინი ლეგნედები არიან, დღეს „ბარსელონაში“ არ მუშაობენ, მაგრამ უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ შეგვიძლია მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაც. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მან თავი იმ პროქტის ნაწილად იგრძნოს, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება“, - აღნიშნა ფონტმა.
შეგახსენებთ, ხოსეპ მარია ბართომეუმ პოსტი ორი დღის წინ დატოვა.ვინ შეცვლის მას ჯერჯერობით უცნობია.