ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა

ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ჩემპიონატს“ გერმანულ კლუბში თავისმა წყარომ განუცხადა.

„ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანელები კვარაცხელიას აკვირდებიან, თუმცა ამჯერად მისი შეძენის შესაძლებლობა დეტალურად განიხილება. პირველ რიგში, უნდა მოიძებნოს ავტორიზებული აგენტი, რომელიც გერმანული კლუბის სახელით კვარაცხელიას წარმომადგენელს, მამუკა ჯუღელს დაუკავშირდება.

გარდა ამისა, ხვიჩას შეძენამდე „ბორუსიამ“ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანსფერი ზამთარში განხორციელდეს, თუმცა კონსულტაციები ამ საკითხზე უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს“, - აცხადებს გამოცემის წყარო.