„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა „ბეშაქშეჰირთან“ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო.
მატჩის პირველ ნახევარში ბრაზილიელს მოედნის დატოვება მოუხდა. მის ნაცვლად მოედანზე პაბლო სარაბია შევიდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
კლუბის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის თქმით, ტრავმის გამო ნეიმარს შესაძლოა რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდეს.