პაულო დიბალამ „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. მედიის ცნობით, ამის მიზეზი ის უთანხმოებაა, რომელსაც მას კლუბის სპორტულ დირექტორთან ფაბიო პარატიჩისთან აქვს.
არგენტინელი ფორვარდი გუნდისგან მისთვის ხელფასად ყოველწლიურად 10 მილიონი ევროს დანიშვნას ითხოვს, რაზეც ისინი არ თანხმდებიან და თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდა, დიბალა სავარაუდოდ კარიერას „ჩელსიში“ განაგრძობს.
ინგლისური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „არისტოკრატები“ მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ ტურინელებს 80-დან 100 მილიონ ევრომდე ფარგლებში თანხა გადაუხადონ და მას ისეთი ხელფასი დაუნიშნონ, რომ არგენტინელი ფორვარდი კმაყოფილი დარჩეს.