„მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. Daily Mail-ის ინფორმაციით „ქალაქელები“ პეპ გვარდიოლას შემცვლელად იულიან ნაგელსმანს განიხილავენ.
წყაროს ცნობით, ეს შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ესპანელი სპეციალისტი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, უარს იტყვის.
მანჩესტერული კლუბი მეორე კანდიდატად მაურიციო პოჩეტინოსაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანი „ლაიფციგს“ გასული წლიდან ავარჯიშებს და მისი ხელმძღვანელობთ კლუბი 2019-2020 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, მიმდინარე სეზონი კი შესანიშნავად დაიწყო და ბუნდესლიგაში ჩატარებული 5 ტურის შემდგომ, პირველ პოზიციაზე იმყოფება.