ჰოლივუდის ცნობილი მსახიობმა, პროდიუსერმა და ფოტომოდელმა შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-ს ბერძნული გამოშვებისთვის ფოტოსესია მოაწყო.
ერთ-ერთ ფოტოზე 62 წლის სტოუნს დიზაინერ სარა სოკოლის გრძელი, გამჭვირვალე კაბა აცვია და ფართე ფარფლებიანი ქუდი ახურავს, უკანა ფონზე კი ცხენები და მხედრები ჩანს.
მეორე ფოტოზე მსახიობს დიზაინერ ნაიმ ჰანას გრძელი მოსასხამი აქვს მოხურული, რომელზეც ფერადი ყვავილებია ამოქარგული. ფოტოების ავტორი ამერიკელი ფოტოგრაფი მაიკლ მიულერია. ფოტოსესია ერთ-ერთ კალიფორნიულ რანჩოზე მოეწყო.