გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთხელ დაასახელეს.
მეექვსე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ შერმადინის ყოფილი გუნდი მალაგის „უნიკახა“ 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:79 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა შეხვედრა 22 ქულით, 7 მოხსნით 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაამთავრა. შერმადინმა რვიდან რვა ორქულიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო გამოიყენა.
„გრან კანარია“, სადაც ბექა ბურჯანაძე გამოდის, „მონბუსთან“ 75:85 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. ექვსი ტურის შემდეგ ექვსი გამარჯვებით სატურნირო ცხრილს „იბეროსტარ ტენერიფე“ ლიდერობს, „გრან კანარია“ კი ერთი მოგებით და ხუთი წაგებით ბოლო პოზიციაზეა.