სახლში მისაღები მედიკამენტებია - სიცხისთვის პარაცეტამოლი, სხვა ყველა პრეპარატი მეორე რიგისაა - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა თვითიზოლაციაში მყოფ ინფიცირებულებს

სახლში მისაღები მედიკამენტებია - სიცხისთვის პარაცეტამოლი, სხვა ყველა პრეპარატი მეორე რიგისაა - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა თვითიზოლაციაში მყოფ ინფიცირებულებს

კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი არის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ანუ სახლში შეიძლება მისი მართვა, მაგრამ რასაკვირველია, არსებობენ ის რისკჯგუფები, რომლებსაც შეიძლება დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდეთ მიმდინარეობით, მაგრამ იყვნენ რისკჯგუფის მატარებლები, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები-ონკოპაციენტები, ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მატარებლები, ჰიპერტენზიის და დიაბეტის მქონე პირები, თუნდაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მინიმალური სიმპტომებით, ოჯახის ექიმთან უფრო მეტ და ახლო კომუნიკაციაში უნდა იყვნენ.

ასევე, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ „მთავარი საშიშროების ნიშნები ამ ინფექციასთან მიმართებაში არის სუნთქვის გაძნელება, რადგან ის ფილტვის ქსოვილს აზიანებს".

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან დამჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო, თუ სუნთქვის გაძლებას ან გულმკერდის არეში გრძობთ ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში, როცა არაფერს აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. სახლში მისაღები მედიკამენტებია - სიცხისთვის პარაცეტამოლი, სხვა ყველა პრეპარატი მეორე რიგისაა. თუ ტკივილი აწუხებს ინფიცირებულს, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ასევე, სასურველია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. თუ ადამიანს აქვს ხველა, უძნელდება სუნთქვა და არის სახლში, აუცილებელია, შეეცადოს ძილის დროს დაიძინოს მუცელზე და არა ზურგზე. ეს არის სასუნთქი სისტემის და ფილტვის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო", - განაცხადა კულუმბეგოვმა.