გიორგი გახარია: არანაირი კვლევა არ გვჭირდება, მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ

გიორგი გახარია: არანაირი კვლევა არ გვჭირდება, მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ

არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოპოზიცია, რომელსაც პოლიტიკური აქტივი აღარ აქვს, ისტერიკის და პანიკის დანერგვას ცდილობს.

„მე ახლა დავამთავრე რეგიონალური წარდგენების ციკლი. ბოლო წარდგენა გვქონდა აბაშაში, გუშინ. არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების. უბრალოდ არ გვჭირდება. ეს შეგრძნებების დონეზე ჩანს. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი რაც არის, მეც არ მომწონს და რაზეც ხშირად ვსაუბრობდით - ამ ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი, სამწუხაროდ, ოპოზიციას საერთოდ გამქრალი აქვს, ხდება ამ ისტერიკის და პანიკის დანერგვა, მაგრამ შეუძლებელია, არ გამოვა ეს ყველაფერი. ერთადერთი, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ყველამ ერთად, უსაფრთხოდ, დემოკრატიულად და ღიად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, - აღნიშნა პრემიერმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქოტმბერს ჩატარდება.

ძია მიხო მართლაც ან ბრმა უნდა იყო კაცი, ან მხოლოდ პირადი ინტერესები უნდა გამოძრავებდეს და ქვეყნის ბედი ფეხებზე გეკიდოს რომ გიორგი გახარიას მაგივრად ოპოზიციის რომელიმე ლიდერს დაუჭირო მხარი. ერთი მეორეზე უარესები არიან და ხელისუფლებაში მოხვედრის ჟინით შეპყრობილ ავარებს ჰგვანან. მათი სიტყვით ოლიგარქიული მმართველობის მოშორება უნდათ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ერთ ოლიგარქი ჰყავთ ამოღებული მიზანში, სხვა ოლიგარქებს კი, რომლებმაც ტელეკომპანიები შეიძინეს ბიზნესის დაყაჩაღებით ნაშოვნი ფულით, საერთოდ არ ახსენებენ. ეს ტელეარხებიც ერთგულად ემსახურებიან თავიანთ პატრონებს და განუწყვეტლივ გაიძახიან: იღუპება ქვეყანა, დაგვაქცია ბიძინამ, მიშა თუ არ მოვიყვანეთ წასულია ქვეყნის საქმეო. ამას ჰქვია კრიმინალიტეტის მიერ საინფორმაციო საშუალებების ფლობა და სწორედ ესაა საგანგაშო და დამღუპველი.
4 წლის უკან