„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ახლა უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე ადრე და კარში დარტყმაზე მეტად გუნდზე ფიქრობს.
„დღეს ნაკლებად ვარ მარში დარტყმაზე ორიენტირებული და ახლა ვცდილობ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, ყველაფერი გავაკეთო მისი წარმატებისთვის“, - აღნიშნა მესიმ.
არგენტინელმა ამის შემდეგ არასაფეხბურთო თემაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უათანასწორობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
„ზოგადად, ძალიან ვღელავ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას თანაბრად ჰქონდეს წყალი, საკვები, ელექტროენერგია, განსაკუთრებით პანდემიის დროს. აღფრთოვანებული და ამაყი ვარ ჩემი თანამოქალაქეებით, რომლებიც რთულ პერიოდშიც კი აგრძელებენ იმ ადამიანებზე ზრუნვას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - დასძინა ლიონელმა.