რამდენად აუცილებელია სესხებზე საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება?

რამდენად აუცილებელია სესხებზე საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება?

სესხებზე საშეღავათო პერიოდი დასრულდა, მაგრამ ქვეყანაში ფინანსული და ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. შესაბამისად, მოსახლეობას და ბიზნესს საბანკო ვალდებულებების შესრულება სამომავლოდ კიდევ უფრო გაუჭირდება. საჭირო იყო თუ არა შეღავათების გარძელება? საფინანსო სექტორს და სპეციალისტებს ამ სიკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში სესხების მასობრივი გადავადების საჭიროება არ დგას. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში სესხების გადავადებით, ფიზიკური პირების დაახლოებით 70%-მა ისარგებლა.

„მეორე სამთვიანი ტალღა გადავადებების იყო უკვე ბევრად ნაკლებად გამოყენებული, დაახლოებით 20%-მა ისარგებლა ამ შეთავაზებით. ჩვენი შეხედულებით მაშინაც ყველას არ ჰქონდა ის ფინანსური სირთულეები და ნაწილმა სავარაუდოდ, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ზაფხულში გაიმარტივა ფინანსური ტვირთი.

მომავალში უფრო შემცირდება ამის საჭიროება, ბანკებს, რა თქმა უნდა, აქვთ საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდობა, რათა ინდივიდუალურად იმუშაონ თავიანთ მსესხებლებთან და მათ საჭიროების შემთხვევაში გაუხანგრძლივონ სესხების მომსახურების ვადები. თუმცა ასეთი მასობრივი გადავადებების საჭიროება, სავარაუდოდ, არ დგას და იმედია, არც დადგება“, - განაცხადა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის შეფასებას არ ეთანხმებიან არც ოპოზიციაში და არც ექსპერტულ წრეებში. მათი აზრით, მოსახლეობაც და ბიზნესიც ახლა დიდ პრობლემებს განიცდის და მათ მხარდაჭერა ისევ სჭირდებათ.

„ლელოს“ წარმომადგენელი გიგლა მიქაუტაძის აზრით, საშეღავათო პერიოდი კი დასრულდა, თუმცა კრიზისი ისევ გრძელდება და მთავრობა ვეღარაფერს სთავაზობს მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

„არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობამ შეიმუშავეს ახალი სქემა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოშიც. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა უნდა შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების გზა, რომელიც პანდემიით დაზარებულ ადამიანებსა და კომპანიებს 6 თვით მაინც მისცემს სესხების გადავადების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ სიაში აღმოჩნდება და მალე მივიღებთ საბანკო კრიზისს, რომელიც საბოლოოდ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე კი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ბიზნესის გაკოტრების პროცესი დაწყებულია და სამომავლოდ პროცესი უფრო გაღრმავდება. კიდევ მეტი პრობლემა ელით მოქალაქეებსაც, რომლებიც ბანკების პირისპირ, ფაქტობრივად, უსახსროდ დარჩნენ.

„საფრთხე დიდია, შეღავათებმა გააჩერა გაკოტრების პროცესი, მაგრამ არც ქვეყანაში და არც მსოფლიოში ვითარება არ გამოსწორებულა. სამომავლოდ ბიზნესს და მოსახლეობასაც დიდი პრობლემა ელის. უკვე გამოიკვეთა, რომ ეკონომიკა ვერ გამოცოცხლდება და ცხადია, ეს ზოგიერთი ბიზნესის გაკოტრებას გამოიწვევს.

საითაც გავიხედავთ, ყველგან პრობლემაა. განკარგვადი შემოსავალი შემცირდება, რადგან ეკონომიკიდან ამონაგები არ არის, ხოლო ახლა გაჩერება ნიშნავს გაკოტრებას და ამიტომ მოსახლეობას მომავალში მეტი დახმარება დასჭირდება. ავადმყოფს თუ არ ვუმკურნალებთ, მდგომარეობიდან ისე ვერ გამოვა. ასეა ჩვენი საქმეც, ძალიან რთული სიტუაციაა და საბანკო ვალდებულებები ამ მხრივ დიდ პრობლემას გამოიწვევს“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ.

ლაზი თუ სახელმწიფოს უნდა ბიზნესი გადაარჩინოს, აუცილებლად უნდა გადაავადოს სესხები. ერთად ერთი ვინც ამ პანდემიით ისარგებლა, კომერციული ბანკებია. წინა გადავადება იყო კაბალური. ბანკებს ერთი თეთრიც არ დაუკარგავთ, არსებული საკრედიტო პორტფელი კი სამი თვით გაიხანგრძლივეს. სესხები გადავედება, თანაც პროცენტის დარიცხვის გარეშე, ახლა უფრო საჭიროა. ცოტა ბანკებმაც შეწყვიტონ მილიონების კეცვა.
გაზაფხულზე მცირე დანაზოგები მაინც ჰქონდა ბიზნესს. ახლა ტოტალური უსახსრობაა.
სულს ღაფავენ სასტუმროები, გასართობი და კვების ობიექტები და სხვა.
მთლიანად პარალიზებულია ავტოიმპორტიორთა საქმიანობა, რომელსაც ექსპორტში პირველი ადგილი ეჭირა. ის ვალუტა, ეროვნული ბანკი რომ ახლა ყიდის, სწორედ მათი შემოტანილია, მათ კი 1 მაისის შემდეგ შემოსულ მანქანებზე შეღავათების გავრჩლებაზეც კი უარს ეუბნებიან. აქოდა რიკები უნდა გაეთვალათო. მაისში და ივნისში შემოსული მანქანების უმრავლესობა პანდემიის გამოცხადებამდე იყო ნაყიდი. რომელი რისკები უნდა გაეთვალათ?
არ არის ეს სახელმწიფოებრივი მიდგომა, თორემ მალე გამოთავდება ებ-ის რეზერვებიც. მერე ვინ შეავსებს, გაკოტრებული ბიზნესი?
4 წლის უკან