„ენმ-ს სიაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ, უბრალოდ, მძაფრი ბრძოლა ევროპელების და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩევლისთვის მიდის“

„ენმ-ს სიაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ, უბრალოდ, მძაფრი ბრძოლა ევროპელების და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩევლისთვის მიდის“

სია სიისთვის, რომელიც მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზეა გამიზნული - ასე აფასებენ for.ge-სთან ანალიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ 2020 წლის საარჩევნო სიას. მათი თქმით, ყველაზე მოულოდნელი სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იყო. ანალიტიკოსებისთვის გასაკვირია რა ალგორითმით მოხდა სიის შედგენა და რაზეა გათვლილი პარტიის ყველაზე ცნობილი და აქტიური პოლიტიკოსების სიის ბოლოში დაწერა. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიულ დაპირიპირებას გამოიწვევს. შესაბამისად, ამ სიით ენმ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მოზიდვას ვერ შეძლებს.

საარჩევნო ბლოკ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ - ძალა ერთობაშიას პარტიული სიაში 177 ადამიანია. სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ წარადგინა.

ბლოკი 5 საარჩევნო სუბიექტს აერთიანებს: „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.

იხილეთ სიის 50 მნიშვენლოვანი წევრი:

  1. ბუბა კიკაბიძე, 2. გრიგოლ ვაშაძე, 3. ნიკა მელია, 4. ხატია დეკანოიძე, 5. კობა ნაყოფია, 6. დევი ჭანკოტაძე, 7. ლევან ვარშალომიძე, 8. სალომე სამადაშვილი, 9. ზალიკო უდუმაშვილი, 10. ხათუნა სამნიძე, 11. რომან გიცირიძე, 12. თემურ ჯანაშია, 13. ნატო ჩხეიძე, 14. რამაზ ნიკოლაიშვილი, 15. კახაბერ ოქრიაშვილი, 16. გუბაზ სანიკიძე, 17. აბდულა ისმაილოვი, 18. ცეზარი ჩოჩელი, 19. თამარ კორძაია, 20. სულხან სიბაშვილი, 21. გიორგი გოდაბრელიძე, 22. დავით ხაჯიშვილი, 23. დილარ ხაბულიანი, 24. თინათინ ბოკუჩავა, 25. როსტომ ჩხეიძე, 26. დავით კირკიტაძე, 27. გიორგი ბოტკოველი, 28. ეკატერინე ხერხეულიძე, 29. მანუჩარ კვირკველია, 30. ნიკა მაჭუტაძე, 31. აკაკი მინაშვილი, 32. ნონა მამულაშვილი, 33. ლევან ბეჟაშვილი, 34. ბაჩუკი ქარდავა, 35. ლევან ხაბეიშვილი, 36. ანა წითლიძე, 37. მირდატ ქამადაძე, 38. დიმიტრი შაშკინი, 39. ბადრი ბასიშვილი, 40. ეკა წამალაშვილი, 41. მურმან დუმბაძე, 42. გიორგი ბარამიძე, 43. ნუგზარ წიკლაური, 44. რუსუდან ცირეკიძე, 45. მურთაზ ზოდელავა, 46. გიორგი პატარაია, 47. ზაზა გოროზია, 48. ნინო კვიტაიშვილი, 49. ბექა ქორჩილავა, 50. აზერ სულეიმანოვი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მოულოდნელი და სიუპრიზი მომღერალ ბუბა კიკაბიძის სიის პირველ ნომრად ნახვა გახდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კიკაბიძესთან, რა თქმა უნდა, პრობლემა არავის აქვს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლისთვის სიის პირველი ნომერი განსაზღვრავს პარტიის სამოქმედო გეგმას, წინასაარჩევნო აქტიურობას და იმას თუ ხელისუფლბაში მოსვლის შემთხვევაში პასუხისმგებელი რაზეა.

„უფრო მგონია „ნაციონალური მოძრაობამ“ ბუბა კიკაბიძის ადგილას მიხეილ სააკაშვილი უნდა იგულისმოს, სხვა ახსნა მე, მაგალითად, ამ ალგორითმს ვერ მოვუძებნე. მეორე რაც ცოტა გაუგებარი ამოღმოჩნდა, ის გახლავთ, რომ პარტიის ყველაზე აქტიური და წამყვანი ფიგურები, რომლებიც ენმ-ს პოლიტიკას განსაზღვრავდნენ, სიის მესამე ოცეულში აღმოჩდნენ. ამაშიც ვერანაირი ლოგიკა ვერ დავინახე. ერთ-ერთი რაც შეიძლება ითქვას, ასეთი მებრძოლი სახეები ვიღაცას არ სჭირდება. ამას სხვა ახსნა უბრალოდ ვერც მოვუძებნე. სხვა მხრივ ასევე სიაში ახალი სახეები ნაკლებად არიან, თუმცა პრობლემა აქ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკურად აქტიური, ცნობადი სახეები სიის ბოლოსკენ არიან“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წაგებას უკვე შეგუებულია და არა აქვს მნიშვნელობა სიის თავში და შუაში ვის დაწერენ. თუმცა ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ამით შიდაპარტიული დაპირისპირება დაიწყოს და პრობლემები რეალურად შიგნით დაიწყოს. ის ვარაუდობს, რომ პარტიის მოქმედი და საკამოდ აქტიური სახეების მხრიდან უკმაყოფილება სიის ბოლოში დაწერისთვის იქნება. ძაბირაძე ამბობს, რომ ეს არის სია სიისთვის, რაღაც ხომ უნდა დაეწერათ და დაწერეს. ზუსტად იციან, მათი ამომრჩევლის 16% არსად წავა და მათ შენარჩუნებას იღვწიან.

„ზოგადად ამომრჩევლისთვის, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თინა ბოკუჩავა სიის ათეულში იქნება თუ ოცეულის მერე. თუმცა შიდაპარტიული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, წავა. ეს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამ გადაწყვეტილებას არგუმენტი არა აქვს და ჩემთვის, მაგალითად, არანაირი ალგორითმი და პოლიტიკური ლოგიკა არ იკითხება. ეს არაა პოლიტიკური ამბიციების მქონე სია და საკმაოდ უღიმღამოდ არის შედგენილი. თითქოს წაგებას უკვე შეგუებულები არიან. ამ სიით ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს ვერ გადაიბირებენ. ახალს და საინტერესოს ვერაფერს ამბობენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც for.ge-სთან აღნიშნავს, რომ ნაციონალების სია არ არის იმ შემადგენლობის, რომლითაც შესაძლოა დამატებით ამომრჩევლის მოზიდვაზე იფიქრონ. საყვარელიძისთვის გაუგებარია რა ლოგიკით მოხდა სიის შედგენა და რით იხელმძღვანელეს. მისი აზრით, პარტია ახლა მხოლოდ იმას ცდილობს, რომ საკუთარი ამომრჩეველი შეინარჩუნოს და მის კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებს ელექტორატის გაყოფის საშუალება არ მისცეს.

„ამ სიაში ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, უბრალოდ, მათი ქცევიდან გამომდინარე, ამ ბოლო დროს აზრი ჩამომიყალიბდა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მიზიდვას ცდილობენ. პარტია მუმდივი ამომრჩევლისთვის მუშაობს და სხვა რაიმე ახალი შეთავაზება არ აქვს. ის სახეებია, ის ფიგურებია, რომლებიც მათ ამომრჩევლებს უხარიათ მხოლოდ.

ამ სიითაც სურათი იგივე გვექნება, რაც ამ ხნის განმავლობაში ყველა არჩევნებზე გვქონდა. ნაციონალები ხედავენ, მათ ამომრჩეველზე კონკურენცია ევროპელების და „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით არის და ამიტომაც მძაფრი ბრძოლა ამ კონკრეტული ამომრჩევლისთვის მიდის. მგონია, რომ პარტიის მნიშვნელოვანი სახეების უკანა პლანზე გადაყვანით ბევრს საერთოდ პოლიტიკური აქტიურობის სურვილს და მოტივაციას დაუკარგავს. ამიტომაც ეს ისევ პარტიას დააზიანებს და შიგნით პროტესტის მუხტს გააჩენს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

Maverick არ არის ძნელი მისახვედრი!!!

სიის წინა ახალსახიანებს, ბუბა-იდი ნახ.ის; ვაშა-ურა, უნაყოფო-ნაყოფია, დევი, ჩალა-სალომე, დუმა, ჭუტა, ურწმუნ-ხატია, და ძმანნი, დანნი მისნი უარს ათქმევინებენ (ახლებს) პარლამენტში შესვლაზე და თავად ჩასვენდებიან პარლამენტის სავარძლებში...

ფრთხილად ქართველებო!
3 წლის უკან
ძია მიხო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც მუდმივ თავის პროდასავლურობას უსვამენ ხაზს, არაფერი აქვთ დასავლური და ევროპული ამ სიტყვების კარგი გაგებით. ისინი ყოველგვარ რწმენას მოკლებულ ადამიანებს ჰგვანან, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - ხელისუფლებაში მოხვედრა. ამათგან ყველაზე მაღალი საერთაშორისო კლასის ავანტურისტი ბატონი მიშაა. ძნელი სათქმელია რამდენად რეალურია მათი მომავალ არჩევნებში გამარჯვება. ის კი აშკარაა, რომ მათ ხელშია მძლავრი პროპაგანდისტული ტელეარხები, რომლებიც მთელი დატვირთვით მუშაობენ. მათი გამარჯვება საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ისეთივე მძიმე დარტყმა იქნება, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომი.
3 წლის უკან
Serapina 23 ნომერს დააკვირდით...
მის პოლიტიკურ ტრაექტორიას და სააკაშვილთან კავშირებს დააკვირდით...
საწყალი გამსახურდია, მაინც ცოდვა იყო ამათ ხელში...
ან ვერ ხვდებოდა და ბოროტად გამოიყენეს...
...ან რომ მიხვდა, იმიტომ მოკლეს.
ფაქტია, ამ კაცმა თავისი სიკვდილით რაღაც თქვა...რაც, იქნებ (ჯერ კიდევ) ვერ გავიგეთ! ...თორემ ისე, "... ისტები" და "...იზმები" არ მიიყვარს ძალიან!
3 წლის უკან
ლაზი ეს უხამსი ჟესტი ამ საიტს, მეტი თუ არა, უხერხულობას არ უქმნის?
3 წლის უკან
ლაზი ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
2 ოქტომბერი. 2020. 18:02
„ქართული ოცნება“ - გადაიწიეთ ყველამ ერთით უკან და საარჩევნო სიის პირველი ნომერი (თუკი დაითანხმებთ) დაუთმეთ უღირსეულეს ქალბატონს - მზექალა შანიძეს. (სხვა მის დამსახურებებზე აღარაფერს დავწერ, ისედაც მთელმა საქართველომ იცის), მხოლოდ იმიტომაც, რომ დღეს არავინაა მისი საპირწონე და მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პირველად ქალმა გახსნას, თანაც ღირსეულმა ქალმა!
აი ეს გააპირეთ იმ უხამსობის ნაცვლად. შანიძეების ღვაწლიც დაფასდება ქვეყნის წინაშე.
3 წლის უკან