პენჯაბელი ფერმერები ახალ და იაფ საძოვრებს საქართველოში ეძებენ

პენჯაბელი ფერმერები ახალ და იაფ საძოვრებს საქართველოში ეძებენ

მიწის მაღალი ფასები ინდოელებს აიძულებს მიწა კავკასიაში დაამუშაონ

მზე ჩადის, მსხვილფეხა საქონელი ბღავის, მათ უკან, ფერმებში მიერეკებიან და ტელეფონზე ირეკება ბოლივუდის საუნდტრეკი. ტუჯინდერ სინგი ურეკავს სარპანჩს – მანოხაჰალის არჩეულ მეთაურს – მისი მშობლიური სოფლიდან, რომელიც ინდოეთის დასავლეთ საზღვრიდან 30 მილის მოშორებით მდებარეობს. ისინი მოსავალზე, ფასებზე, ამინდზე და მატყუარა მოიჯარეზე საუბრობენ. ფერმერების მილინობით ასეთ ზარს აქვს ადგილი საღამოობით მთელს სამხრეთ აზიაში. თუმცა ადგილი, სადაც სინგი დღეს მუშაობს საქართველოა, პატარა მთიანი ქვეყანა კავკასიაში. სინგი 38 წლისაა და ფერმერთა ახალი ტალღის ერთ-ერთი პიონერთაგანია იმ ქვეყანაში, სადაც ნაკლებ სავარაუდოა მიგრაცია შედგეს. ბოლო დროს, როდესაც ის მზარეულად მუშაობდა გერმანიაში, დუსელდორფში, გაიგო, რომ საქართველოში ათასობით აკრი ნაყოფიერი მიწა, სადაც ადრე კოლექტიური ფერმები იყო გაშენებული, დაუმუშავებელია და მუშახელს ელის.

კონტრასტი მის მშობლიურ პენჯაბთან მისი მზარდი მოსახლოებითა და მიწის მაღალი ფასებით, გამაოგნებელი იყო. ასე რომ, ორი თვის წინ ის და მისი სამი მეგობარი ამრიცარიდან თბილისში, საქართველოს დედაქალაქში გაფრინდნენ, რომ 50 ჰექტარ მიწაზე საიჯარო შეთანხმება გაეფორმებინათ. ის ცოტა ხნით დასასვენებლად და ქათმის ტანდორის მისართმევად სამშობლოში დაბრუნდა და თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია თავისი მიგრაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არ იყოს ვერ ეჩვევა მისი ახალი საცხოვრებლის გეოგრაფიულ მდებარეობას.

„ჩვენ $950 [£ 580] ვიხდით ყოველ ჰექტარზე 99-წლიანი იჯარის საფუძველზე. ამ თანხით ბევრი არ მოგივა პენჯაბში. ზუსტად არ ვიცი ფერმა ჩრდილოეთშია თუ სამხრეთში, მაგრამ ის თურქეთსა და სომხეთს შორის უნდა იყოს,“ თქვა მან.

სინგი და მისი მეგობრები მარტონი სულაც არ არიან. სულ უფრო მეტი პენჯაბელი მიეშურება საქართველოსკენ. სააგენტოები ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც მაგალითად ჯალანდჰარია, რეკლამას უწევენ სარფიან ბიზნეს გარიგებებს.

ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ათეული ადამიანით დაიწყო. ახლა ალბათ ასეულობით არიან. ინფორმაცია გავრცელდა და ახლა მათი რაოდენობაც გაიზრდება. ისინი ჩემთან პასპორტებისათვის მოდიან. ახალ საძოვრებს ეძებენ,“ თქვა ჯეიეს სოდჰიმ, ჩინოვნიკმა, რომელიც სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ამრიცარში, უახლოეს დიდ ქალაქში მანოხაჰალთან.

ფერმერები პენჯაბიდან, დიდი ხანია ახალ მიწას ეძებენ უცხოეთში. ემიგრანტების ადრეული ტალღა კანადაში გაემგზავრა, სადაც ურბანიზაციის გამო ფერმები დაცარიელებული იყო. ცოტა ხნის წინ პენჯაბელი ფერმერები ყიდულობდნენ ან იჯარით იღებდნენ ათასობით ჰექტარ მიწას უკრაინაში, უზბეკეთში და მთელს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში.

„პენჯაბელი ხალხი ყოველთვის განსხვავებულ ქვეყნებში მიდის. ისინი თავგადასავლებისა და მეწერმეობის მოყვარულნი არიან,“ თქვა სოდჰმა.

ფული, რომელსაც ფერმერები ოკეანისიქით შოულობენ, უკან აგზავნიან, რომ მიწა შეისყიდონ თავიანთ ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მიწაზე ფასის ზრდას, და რამაც აიძულა ისინი ემიგრაციაში წასულიყვნენ. ქართველი ჩინოვნიკები ინდოეთში ამბობენ, რომ ახალჩამოსულებს შესაძლოა იმედები გაუცრუვდეთ.

„ჩვენ მათ ხელს არ ვუწყობთ. ისინი თავად მოქმედებენ. საქართველოში არიან კერძო პირები, რომლებიც მიწას ყიდიან. ჩვენ ამისათვის არანაიარი პროგრამა არ გაგვაჩნია,“ თქვა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა გასულ კვირას.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უცხოელს არ აქვს ამ ქვეყანაში მიწის პირდაპირი შესყიდვის უფლება, და მიუხედავად იმისა, რომ მიწა შედარებით იაფია, ის არც ისე ნაყოფიერია როგორც ამის შესახებ წერენ, აღნიშნავს მეორე ჩინოვნიკი. საქართველოს ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ფერმერების უცხოეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი სამხრეთ აფრიკიდან მოზიდვას, ვერ განხორციელდა.

მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ენთუზიაზმის ჩაცხრობის მცდელობებს მყისიერი ეფექტი მოჰყვეს. „ძალიან დიდი მოთხოვნაა მიწაზე, რომელზეც ამბობენ რომ არის ნაყოფიერი და კარგი სარწყავი სისტემა აქვს,“ თქვა დელიში გლობალურ სოფლის მეურნეობაზე მომუშავე გოკულ პატნაიკმა. „ფერმერობა მექანიზებულია, მაგრამ პენჯაბი ერთ-ერთი ის რაიონია ინდოეთში, სადაც ტარქტორები ფართოდ გამოიყენება, ამდენად ეს დიდი პრობლემა არ იქნება.“

არც კავკასიასა და დასავლეთ ინდოეთს შორის არსებული კულტურული სხვაობა წარმოადგენს რაიმე წინაღობას. „მე მომწონს საკვები და ხალხიც ძალიან მეგობრულია,“ თქვა სინგმა, თუმცა დასძინა, რომ არ ლაპარაკობდე ქართულად იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან ცოტა ლაპარაკობს პენჯაბზე „გამოწვევაა“.

ზოგიერთს პენჯაბში სოფლებიდან მასობრივი მიგრაციისა და საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის გაქრობის ეშინია. დულვინდერ პუნჯაბა სოფელ მანოხაჰალის თავი ამბობს, რომ ის ფიქრობს, რომ დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ფერმერი არ გაჰყვება თავისი მეზობლის გზას საქართველოსკენ.

„იქ მიწას ამუშავებ, მასში ინვესტიციას დებ, ოფლს ღვრი, მაგრამ ის შენია მხოლოდ 99 წლით. და მერე რა იქნება?“ კითხულობს ის და თან ჩაის სვამს ოთხ მეზობელთან ერთად, გარეთ, თავისი ფერმის საცხოვრებელ სახლთან. „ჩემს მიწას აქ ამუშავებდნენ მამაჩემი, ბაბუაჩემი და ჩემი დიდი ბაბუა და ეს უხსოვარი დროიდან ასეა. ეს რამ შეიძლება ჩაანაცვლოს?“

foreignpress.ge