საბურთალოს მოსახლეობა იპოდრომის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებს.
მათ 9 ოქტომბერს იპოდრომზე აქცია გამართეს და სამშენებლო კომპანია “აქსისს” იპოდრომის ტერიტორიის შესყიდვის შესახებ ქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მოსახლეობა იპოდრომის საბურთალოზე დატოვებას ორი მიზეზის გამო მოითხოვს.
მათი თქმით, სხვა დასასვენებელი ადგილი ამ უბნის მოსახლეობას არ აქვს.
აქციის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ თბილისის ზღვაზე იპოდრომის გადატანით საცხენოსნო სპორტი ვეღარ განვითარდება.