ანრი ოხანაშვილი: ყველა ფაქტზე, განსაკუთრებით, ჟურნალისტებთან მიმართებაში აუცილებლად უნდა წარიმართოს შესაბამისი პროცედურა

ანრი ოხანაშვილი: ყველა ფაქტზე, განსაკუთრებით, ჟურნალისტებთან მიმართებაში აუცილებლად უნდა წარიმართოს შესაბამისი პროცედურა

ყველა ფაქტზე, განსაკუთრებით, ჟურნალისტებთან მიმართებაში აუცილებლად უნდა წარიმართოს შესაბამისი პროცედურა და უწყებებმა პასუხი ყველაფერს უნდა გასცენ. კონკრეტული პირი თუ გამოიკვეთება, პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მაქსიმალურის სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, უამრავი პროვოკაცია იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ყველა დანარჩენი ოპოზიცირური პარტიის ერთად აღებულ რეიტინგს აღემატება.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდობიანად წარმართვის, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მათ წესები არ დაიცვან. ჩვენ კანონმდებლობა შევქმენით და წესებს ვიცავთ, რომ არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩავატაროთ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში მხარი არ აგვიბეს და არ იცავენ, წესებს. განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად.

ყველა ფაქტზე, განსაკუთრებით, ჟურნალისტებთან მიმართებაში აუცილებლად უნდა წარიმართოს შესაბამისი პროცედურა და უწყებებმა პასუხი ყველაფერს უნდა გასცენ. კონკრეტული პირი თუ გამოიკვეთება, პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.

როგორ შეიძლება, ისეთი პროვოკაცია აღიკვეთოს, როცა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ მიდიან, აგინებენ, ემუქრებიან და ძალადობენ პარტიის აქტივისტებზე. იმის აღკვეთა როგორ შეიძლება, როცა ადამიანი მეორე ადამიანს აგინებს და ლანძღავს. ეს არის მიუღებელი. ამას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდეთ, რომ არ აჰყვნენ, არც ერთ პროვოკაციას, რადგან უამრავი პროვოკაცია იქნება, რასაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ვაანონსებდით. ყველა გამოკითხვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი აღემატება ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამიტომ, ასეთი დესტრუქციული და კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები პროვოკაციას, მუქარასა და ძალადობას ეცდებიან.

სახლში ვერავისთან მივალთ, ეს დრო დამთავრდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, როცა ადამიანებს მტკიცებულებების გარეშე აკავებდნენ და სასამართლოში საბრალდებო დასკვნა შემდეგ მიჰქონდათ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლაშა გოგნიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.