დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკის ეკონომიკისა და მართვის შესახებ ლექცია წაიკითხა

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკის ეკონომიკისა და მართვის შესახებ ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე სასწავლო კურსის „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“ მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა.  სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ეკონომიკასა და მართვის პრინციპებს შეეხებოდა, რომლიც მოდულიც სპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა.
 
დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის  ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
 
სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“ სასწავლო კურსი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს. კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები.