შალვა პაპუაშვილი: ბატონი გახარია საკმაოდ ადვილადვე ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას მორალური ბარიერები გადალახულ აქვს და ამ დროს ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც

შალვა პაპუაშვილი: ბატონი გახარია საკმაოდ ადვილადვე ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას მორალური ბარიერები გადალახულ აქვს და ამ დროს ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც

ბატონი გახარია საკმაოდ ადვილადვე ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას მორალური ბარიერები გადალახულ აქვს და ამ დროს ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.

„გახარიაზე ზედგამოჭრილია დუმბაძის სიტყვები, რომ „ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ მერე ადვილია ცხოვრება". ადამიანმა აღიარა, რომ უცხო ქვეყნების ელჩებთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან და მიატოვა პოლიტიკური გუნდი. სხვა ქვეყნის ელჩმა, ერთმა კონკრეტულმა უთხრა მას და გადადგა. ასეთი ადამიანი დღეს კიდევ პოლიტიკაში არის და ბედავს, რომ იყოს პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის ელჩის, რომელიც ჩვეულებრივი ბიუროკრატია, ამ უცხო ბიუროკრატის მითითებით მიდის თანამდებობიდან, ღალატობს პოლიტიკურ გუნდს, ეს არის ის მომენტი, როცა ადამიანი, რომელსაც შუბლის ძარღვის ფრაგმენტი მაინც დარჩენილი აქვს, ის პოლიტიკაში არ დარჩებოდა.

კიდევ ერთხელ, როდესაც ადამიანი შუბლის ძარღვს გაიწყვეტს მერე ცხოვრება ადვილია. ვხედავთ ბატონ გახარიას, საკმაოდ ადვილადვე ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას მორალური ბარიერები გადალახულ აქვს და ამ დროს ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.