კახა კუჭავა: სააკაშვილის მიდგომა ევროპული ღირებულებების მიმართ, იმაზე მეტყველებს, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა

კახა კუჭავა: სააკაშვილის მიდგომა ევროპული ღირებულებების მიმართ, იმაზე მეტყველებს, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა

სააკაშვილის ეს ლექსიკა და ზოგადად მიდგომა ევროპული ღირებულებების მიმართ, რომელსაც ის ავლენს, იმაზე მეტყველებს, რასაც ჩვენ დიდიხანია ვამბობთ, რომ ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა, იმ რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის შეფასება ამასთან დაკავშირებით, რომლებიც პერიოდულად უჭერენ მხარს მას განცხადებებით.

„ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა და ეს ძალიან ნათლად დაადასტურეს მათ იმ ქმედებებში, რომელსაც ახორციელებენ ყველა მნიშვნელოვანი ღირებულებისა და პრინციპის წინააღმდეგ, რომელიც ევროპისთვის მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა უკმაყოფილო იყო, ან არ მოგწონდეს ესა თუ ის საკანონმდებლო აქტი, ამ შემთხვევაში ევრო დირექტივებზეა საუბარი, აი ესეთი ტერმინოლოგიით და ლექსიკით მოიხსენიო ის, რისი ჰარმონიიზაციისკენაც ჩვენი ქვეყანა დეკლარირებულად იღწვის, რომ გავხდეთ ევროსაბჭოს და ევროკავშირის წევრები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ფასადურობაზე იმ ღირებულებების ერთგულების კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩემთვის საინტერესოა, იმ რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის შეფასება ამასთან დაკავშირებით, რომლებიც პერიოდულად უჭერენ მხარს მას განცხადებებით. საინტერესოა, რამდენად საგანგაშოდ ჩათვლიან ისინი ასეთ განცხადებას ოპოზიციის მთავარი ლიდერისგან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.