სილვიო ბერლუსკონის მფლობელობაში მყოფ „მონცას“, რომელსაც ადრიანო გალიანიც ხელმძღვანელობს დიდი მიზნები აქვს. პატარა ლომბარდიული გუნდი ახალ სეზონს სერია B-ში გაატარებს და სერია A-ში აღზევება მთავარი მიზანი იქნება.
Sky Sport-ის ცნობით, გამოცდილი განელი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს. ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შეთანხმება მიღწეულია და აფრიკელი ფეხბურთელი სერია B-ში ითამაშებს.
ბოატენგი ბერლუსკონისა და გალიანის ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2010-2013 წლებში „მილანში“ თამაშობდა და „როსონერისთან“ ერთად სკუდეტოც მოიგო.
ბოლო პერიოდში კევინ-პრის ბოატენგმა „ბეშიქთაშში“, „ბარსელონასა“ და „სასუოლოში“ ითამაშა.